saqarTvelos mdinareebi - xekorZula
ტერიტორიული ერთეულები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | თრიალეთის ქედი |
სიგრძე | 12.8 კმ |
აუზის ფართობი | 43.1 კმ² |
მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1287 მ სიმაღლეზე. სიგრძე 12,8 კმ, აუზის ფართობი 43,1 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა, წლის დანარჩენ დროს - წყალმცირობა, ზაფხულობით დროდადრო წყალმოვარდნები.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,31 მ³/წმ.